ისრაელის თავდაცვის ძალები – ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 55-მდე რაკეტა ისროლეს

ლიბანიდან ზემო გალილეასა და გოლანის მაღლობების მიმართულებით დღეს დილით 55-მდე რაკეტა გაისროლეს, – ინფორმაციას ს თავდაცვის ძალები ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ლიბანის ტერიტორიიდან დღეს დილით ორი სარაკეტო იერიში განხორციელდა, პირველი შეტევის დროს 40-მდე რაკეტა ისროლეს, ცოტა ხნის შემდეგ კი, კიდევ 15.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ რაკეტების ნაწილი მოიგერიეს, ნაწილი კი ღია ტერიტორიებზე დაეცა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო და განაცხადა, რომ ათობით რაკეტა ორ სამხედრო ბაზას ესროლა, რაც გუშინ ისრაელის მიერ ლიბანის ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმაზე პასუხი იყო.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ლიბანის ტერიტორიიდან განხორციელებული სარაკეტო იერიშის შემდეგ, ერთ-ერთ გამშვებს დაარტყეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე პრემიერზე – „პერსონა ნონ გრატადაა“ გამოცხადებული, რადგან გააფუჭა საქართველოს ურთიერთობები დასავლეთთან – დავინახავ, პარლამენტში უმცირესობაში რომ დაჯდება ივანიშვილთან ერთად, როგორ იჭიკჭიკებს

TI, ეკა გიგაური, “აირჩიე ევროპა” და მისი დამფუძნებლები ანტიკორუფციულმა “საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად” ცნო – Netgazeti • ანტიკორუფციული ბიურო • ეკა გიგაური • რაჟდენ კუპრაშვილი • Netgazeti.ge