მზის ენერგიამ გადაუსწრო ქვანახშირს, როგორც ელექტროენერგიის წყაროს ევროკავშირში

2022 წელს მზის ენერგიამ პირველად გადაუსწრო ნახშირს ელექტროენერგიის წარმოებაში ევროკავშირში – ასეთი მონაცემები Eurostat-მა გამოაქვეყნა – წერს „ევროპეისკაია პრავდა“.
მზის ენერგიის წილი მთლიანი ევროკავშირის ელექტროენერგიის წარმოებაში იყო 210,249 გვტ.სთ, ნახშირის 205,693 გვტ.სთ-თან შედარებით.
პოლონეთი და ჩეხეთი ქვანახშირის ერთადერთი მწარმოებელია ევროკავშირში. უფრო მეტიც, მხოლოდ პოლონეთი იყენებს მას, როგორც ელექტროენერგიის წარმოების ძირითად წყაროს.