ხორბლის სერტიფიცირებული სათესლე მასალა „აგროსფეროსა“ და Saatbau-სგან

10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „აგროსფერომ“ დაავსტრიულმა კომპანია Saatbau-მ საქართველოშიხორბლის სხვადასხვა ჯიშის გამოცდა და ქვეყნისკლიმატურ პირობებზე მორგებული სათესლე მასალის წარმოება დაიწყეს. მათი თანამშრომლობისშედეგად, დღეს ქართულ ბაზარზე წარმოდგენილიაუმაღლესი ხარისხის, სერტიფიცირებული ხორბლისჯიშები, რომლებიც ქართველ ფერმერებსშესაძლებლობას აძლევს მიიღონ ჯანსაღი მოსავალი, თანაც მინიმალური დანაკარგებით.
„Saatbau სათესლე მასალის უმსხვილესიმწარმოებელია, რომელიც 73 წელზე მეტია, სხვადასხვა ქვეყანაზე მორგებულ საუკეთესოჯიშებს აწარმოებს. კომპანია ქართულ ბაზარზე2014 წელს შემოვიდა, მას შემდეგ, რაც„აგროსფერო“ მისი ოფიციალური პარტნიორიგახდა. ამ თანამშრომლობის მიზანი იყო, დაბალი ხარისხის სათესლე მასალა უმაღლესიხარისხის ჯიშებით ჩაგვენაცვლებინა დაქართველ ფერმერებს მოსავლიანობისგაუმჯობესებაში დავხმარებოდით.
მრავალწლიანი ცდების შედეგად, მომხმარებლებს წარვუდგინეთ ისეთისათესლე მასალა, რომელიც სრულფასოვნადპასუხობს ადგილობრივ გამოწვევებს და, შესაბამისად, უზრუნველყოფსმაღალმოსავლიანობას“, – ამბობს „აგროსფეროს“ სათესლე მასალის წარმოების მიმართულებისხელმძღვანელი, ალექსი ზაზიკაშვილი.
„აგროსფეროსა“ და Saatbau-ს წარმოებული ხორბლისჯიშებია ამიკუსი, გალუსი, ამანდუსი, ბალიტუსი დააპექსუსი. თითოეული მათგანი საადრეო სიმწიფისხორბალია, რაც საქართველოს კლიმატურიპირობებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ყველაზემნიშვნელოვანი მახასიათებელია. აღნიშნული ჯიშებიგამოირჩევა ყინვის, გვალვისა და ჩაწოლის მიმართმედეგობით. ამასთან ერთად, სათესლე მასალა მუშავდება ფუნგიციდითა და ინსექტიციდით, რისგამოც მათ აქვთ მაღალი რეზისტენტობადაავადებებისა და მავნებლების მიმართ. არანაკლებმნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველა მათგანისერტიფიცირებულია ქართული და ევროპულიკანონმდებლობის შესაბამისად.
„10 წლის წინ ბევრი ფერმერი ვერ ხვდებოდა, რატომ ერქვა სხვადასხვა სათესლე მასალასგანსხვავებული სახელები, რადგან იმპერიოდში საქართველოში მხოლოდ ერთისახეობის თესლი არსებობდა. „აგროსფეროსა“ და Saatbau-ს ერთობლივი ძალისხმევის შედეგადკი ეს რეალობა შეიცვალა. დღეს ფერმერებსშესაძლებლობა აქვთ არჩევანი მათსაჭიროებებზე მორგებულ სათესლე მასალაზეგააკეთონ და, რაც მთავარია, დარწმუნებულიიყვნენ მის ხარისხში“, – ამბობს Saatbau-ს ბიზნესისგანვითარების ხელმძღვანელი, ტანია ჰუბნერი.
გაითვალისწინეთ, რომ მათი შეძენისთვის ახლა საუკეთესო დროა, რადგან კომპანია მომხმარებლებს განსაკუთრებულ ფასებს სთავაზობს. 1 კგ ამიკუსის და გალუსის მეორე რეპროდუქცია მხოლოდ 1 ლარად არის ხელმისაწვდომი, ხუთივე ჯიშის პირველი რეპროდუქცია კი – 1,35 ლარად. მარაგები შეზღუდულია, ამიტომ იჩქარეთ. კონსულტაციისთვისეწვიეთ „აგროსფეროს“ მაღაზიათა ქსელს ანდაუკავშირდით კომპანიის აგრო-კონსულტანტებსნომერზე: +995 322 500 900.