ფარმაცევტული გიგანტების კაპიტალიზაცია 4 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა

მსოფლიო ბიოფარმაცევტული დარგი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დადებით ტენდენციებს აჩვენებს: 20-მა უმსხვილესმა კომპანიამ ჯამური საბაზრო კაპიტალიზაციის 4,3 პროცენტით მატების შესახებ განაცხადა. საუბარია 30 ივნისის პერიოდისთვის 3,8 ტრილიონი დოლარიდან 4 ტრილიონ დოლარამდე ზრდაზე. GlobalData-ს მონაცემებით, სექტორის მგრადი მონაცემები მსოფლიო ბაზრებზე სიტუაციის გაუმჯობესებამ და ინვესტორების ოპტიმიზმმა უზრუნველყო, რაც -ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთის შემცირების მოლოდინებმა გაამყარა.
საბაზრო კაპიტალიზაციის ყველაზე მასშტაბური, 16,3%-იანი ზრდა კომპანია Lilly-მ აჩვენა. მიზეზი ტიპი 2 დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტზე Mounjaro -სა და წონის კლების მედიკამენტზე Zepbound-ზე, ასევე ძუძუს კიბოს სამკურნალო პრეპარატ Verzenio-ზე არსებული მაღალი მოთხოვნაა. კომპანიის წარმატება კიდევ უფრო გაამყარა FDA-ს მიერ პრეპარატ Kisunla-ს დამტკიცებამ, რომელიც ალცჰაიმერის, ასევე ონკოლოგიური დაავადებებისა და ნევროლოგიური დარღვევების სამკურნალოდაა მოწოდებული.
მეორეა Novo Nordisk-ი, რომელმაც საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის 11%-ით გაზარდა. წარმატების ფაქტორი გახდა ტიპი 2 დიაბეტის სამკურნალო და წონის კლების მედიკამენტები GLP-1, Ozempic და Wegovy.
Wegovy-ს ჩინეთის მიერ აღიარება, რომელიც მსოფლიოს ნომერ მეორე ეკონომიკაა, კიდევ უფრო აძლიერებს Novo Nordisk-ის, როგორც წონის კლების ლიდერის პოზიციებს აზიაში.
მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა AstraZeneca-მაც, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 15,5%-ით გაიზარდა. მიზეზი ონკოლოგიურ პრეპარატებზე Tagrisso-სა და Imfinzi-ზე მოთხოვნის ზრდაა.
კაპიტალიზაციის ზრდის ტემპით წარმატებული აღმოჩნდა Vertex-იც, ასევე Moderna, რომლის რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ მიმდინარე წლის მაისში FDA-ს დადებითი დასკვნა დაიმსახურა.
თუმცა ფარმაცევტულ გიგანტებს შორის ზრდა ყველა კომპანიამ არ აჩვენა. Bristol-Myers Squibb-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 23%-ით შემცირდა, იგივე ბედი გაიზიარა GSK-მა.
GlobalData-ს უფროსი ანალიტიკოსის ოფელია ჩანის შეფასებით, უმსხვილესი ბიოფარმაცევტული კომპანიები მაკროეკონომიკური ზეწოლის, ფასების ცვლილებისა და პატენტების ვადის დასრულების მოახლოების პირობებში მდგრადობას ინარჩუნებენ.
ფარმაცევტული გიგანტები აგრძელებენ განვითარებას და რამდენიმე ინოვაციური პრეპარატის დამტკიცების მოლოდინში არიან.
წყარო: jandacva.ge