საქართველოს ნავსადგურებში მგზავრთნაკადი 2-ჯერ გაიზარდა – როგორია დინამიკა წლების მიხედვით

2024 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 2.6 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 2-ჯერ მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
ამასთან, 1საქსტატის“ ინფორმაციით, მგზავრთა ნაკადში შემოსული მგზავრების წილი აღემატებოდა გასული მგზავრების წილს და 57.7 პროცენტი შეადგინა.
ცნობისთვის, 2024 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 4311 გემი, რომელთა 33.2 პროცენტი იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 33.2 პროცენტი – თხევადი ტვირთმზიდი, 25.1 პროცენტი – კონტეინერმზიდი, ხოლო დანაჩენი 8.5 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.