თიბისი x USAID – ტექნოლოგიური განათლებისთვის

თიბისი x USAID ტექნოლოგიური განათლებისპროგრამის ფარგლებში Introduction to Python-ის, Advanced Python-ის, React-ის და iOS Development-ისკურსებზე რეგისტრაცია დაწყო!
გაეცანით კურსებს და გაიარეთ რეგისტრაცია 25 დეკემბრის ჩათვლით.
პროექტი „ x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“, მთელი საქართველოს მასშტაბით 700-ზე მეტი ტექნოლოგიური ტალანტის მომზადებასა და გადამზადებას ითვალისწინებს. წარმატებულ კურსდამთავრებულებს ექნებათ დასაქმების მხარდაჭერა თიბისისა და მის პარტნიორ ტექნოლოგიურ კომპანიებში.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი ტექნოლოგიების სფეროში ქალთა გაძლიერებაა, რაც მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას და დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
პროგრამები წარიმართება თიბისის IT აკადემიის მიერ, სფეროს წამყვანი ექსპერტების ჩართულობით. შეხვედრები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რაც კურსებს ხელმისაწვდომს ხდის მთელი საქართველოს მასშტაბით და ხელს შეუწყობს რეგიონებში სფეროს განვითარებას, ტექნოლოგიების როლისა და დასაქმების შესაძლებლობის ზრდას.
„თიბისი x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ ეს არის შესაძლებლობა კარიერული განვითარებისთვის პირველი ნაბიჯები გადადგა ტექნოლოგიების სფეროში, შეიცვალო ან გაიუმჯობესო ამჟამინდელი პროფესია და განივითარო უნარები ჩვენს მიერ შეთავაზებულ მიმართულებებში.

ასევე დაგაინტერესებთ

“ზუსტად 102 წლის წინ, 1923 წლის 20 მაისს, თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, საბჭოთა ჩეკამ ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის დახვრიტა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქართველი ოფიცრები”

ნიკა მელია – პოლიტიკოსი ხალხთან უნდა იყოს თუ ციხეში? – საკითხის ასე დასმა, ჰგავს კითხვას: პოლიტპატიმარი სტუდენტი უნივერსიტეტში უნდა იყოს თუ ციხეში? პოლიტპატიმარი მსახიობი თეატრში უნდა იყოს თუ ციხეში? – საუბარია იმაზე, შენ ივანიშვილის თამაშის წესებით თამაშობ თუ არა!