ენტონი ბლინკენი – პრემიერ-მინისტრმა დამიდასტურა, რომ ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას ეთანხმება, ახლა „ჰამასმაც“ იგივე უნდა გააკეთოს

პრემიერ-მინისტრმა დამიდასტურა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ -ის წინადადებას ეთანხმება, ახლა „ჰამასმაც“ იგივე უნდა გააკეთოს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სთან შეხვედრის შემდეგ პრესასთან საუბრისას განაცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა კონსტრუქციული იყო.
„პრემიერ-მინისტრმა დამიდასტურა, რომ ისრაელი აშშ-ს მიერ გასულ კვირას დოჰაში გაკეთებულ დამაკავშირებელ შეთავაზებას ეთანხმება, რათა მხარეებს შორის არსებული განსხვავებები დააკავშიროს. ახლა „ჰამასმაც“ იგივე უნდა გააკეთოს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
მისივე თქმით, გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება „ისრაელის უსაფრთხოების ინტერესებსაც წარმოადგენს და ღაზის სექტორის მოსახლეობის ყოველდღიურ საშინელ ტანჯვას შეამსუბუქებს“.

ასევე დაგაინტერესებთ