„კურსკში ვაკონტროლებთ 92 დასახლებულ პუნქტს და 1250 კვ. კმ ტერიტორიას“ – ზელენსკი

უკრაინელი სამხედროები რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკი ოლქში, 1250 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას და 92 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ, განაცხადა დღეს, 19 აგვისტოს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„ჯამში, ეს ოპერაცია გახდა ყველაზე დიდი ინვესტიცია რუსული ტყვეობიდან უკრაინელების გათავისუფლებაში. ერთ ოპერაციაში უკვე გვყავს რუს ტყვეთა ყველაზე დიდი რაოდენობა. ეს კარგი შედეგია და ეს ერთ-ერთი ჩვენი მიზანია. ვაგრძელებთ მოქმედებას“, – ციტირებს „მედუზა“ უკრაინის პრეზიდენტს.
უკრაინა უკვე ორ კვირაზე მეტია აწარმოებს ოპერაციას კურსკის ოლქში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს