სტუდენტებს თბილისში ბინის დაქირავება, შესაძლოა, წელს გაუჭირდეთ

სწავლის დაწყებისას სტუდენტებს შესაძლოა, საცხოვრებელი სახლის მოძიება, წინა წლების მსგავსად, ამჯერადაც გაუჭირდეთ. მართალია, წელს უძრავი ქონების ბაზარზე მიგრანტების ეფექტი ნაკლებია, თუმცა სფეროში მოლოდინი შეიცვალა და ითქვა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქებიის მხრიდან მოთხოვანა შესაძლოა, ისევ გაიზარდოს, რაც ქართველ სტუდენტებს ბინის დაქირავების ან დაგირავების მხრივ პრობლემებს შეუქმნის.
ში ს შესჭრის და ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს მიგრანტების დიდი ნაკადი მოაწყდა. მაშინ, უძრავი ქონების ბაზარზე მკვეთრი მოთხიოვნა გაჩნდა და საცხოვრებელი სახლის მოძიება, ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. ამ გარემოების გამო, ქართველი სტუდენტები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და ისიც ითქვა, რომ, რადგან ახალგაზრდებმა თბილისში ბინები ვერ დაიქირავეს, დედაქალაქის ახლო რეგიონებში მცხოვრები სტუდენტები უნივერსიტეტში საკუთარი სახლებიდან დადიოდნენ, ზოგჯერ ათეული კილომეტრებიდანაც კი.
ბოლო 2 წელია ვითარება ცოტა დარეგულირდა, თუმცა, როგორც კომპანია „ჯეორეალთის“ დამფუძნებელი მაია გამზარდია მიიჩნევს, ასეთი მოცემულობა შესაძლოა, წელსაც შეიქმნას და ქართველ სტიდენტებს საცხოვრებელი ფართის მოძიება კვლავაც გაუჭირდეთ.
„ჩვენ ყველა ვართ იმ პროცესების მომსწრე, როცა უკრაინაში ომის დაწყებამ საქართველოში მიგრანტების რაოდენობის არნახული ზრდა გამოიწვია, რამაც უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაზარდა. ფასები ზოგ შემთხვევებში 100-150%-ითაც კი შეიცვალა, განსაკუთრებით – ქირა/იჯარის მიმართულებით. რაღაც პერიოდის შემდეგ, მიგრანტთა გარკვეულმა ნაწილმა დატოვა ჩვენი ქვეყანა და ახლანდელი სურათის მიხედვით, დაქირავებაზე ფასი შემცირებულია.
სამწუხაროდ, სტუდენტები ყოველთვის იყვნენ რთულ მდგომარეობაში, მაშინაც კი, როცა მიგრანტების ასეთი დიდი რაოდენობა არ არსებობდა საქართველოში, ახლა კი მათი მდგომარეობა კვლავ შეიძლება გართულდეს და თუ ლარსთან მდგომი ადამიანების დიდი ნაწილი საქართველოში გრძელვადიანად დარჩენას გადაწყვეტს, მოთხოვნა ბინების დაქირავებასთან დაკავშირებით კვლავ გაიზრდება, რაც ბუნებრივია, ფასებს ისევ გაზრდის და სტუდენტები არც თუ სახარბიელო მდგომარებიდან შესაძლოა, უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
უშუალოდ ჩემი კომპანია არ მუშაობს ამ სეგმენტზე, ჩვენი დამქირავებლები არ არიან ამ ტიპის მიგრანტები, მაგრამ ვიცით ისტორიები, როცა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩდნენ უძრავი ქონების მესაკუთრეები, რომლებიც არაკეთილსინდისიერ გადამხდელებს გადაეყარნენ. ამ მხრივ დღესდღეობით კანონში ცვლილებებია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქირისა და იჯარის ხელშეკრულებები სწორად იყოს გაფორმებული.
ახლა ცოტა უკეთესი სიტუაცია გვაქვს სამართლებრივი თვალსაზრისით, რადგან სწრაფი აღსრულების მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული, თუმცა ეს უფრო მოსახლეობის საკუთრების უფლების დაცვას უკავშირდება, ხოლო ფინანასური თვალსაზრისით მიგრანტების უკონტროლო ნაკადმა შესაძლოა, მოთხოვნა კვლავ გაზარდოს და მათ შორის იმ სეგმენტზეც, რომელიც სტუდენტებისთვის საინტერესოა. ამ ყველაფერმა კი, გამოირცხული არ არის, ახალგაზრდები და მათი ოჯახები კვლავ რთულ მდგომარეობაში ჩააყენოს“, – განაცხადა მაია გამზარდიამ.
უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლების უდიდესი ნაწილი თბილისში თავმოყრილი, ამიტომ სწავლის გასაგრძელებლად სტუდენტებს საცხოვრებელი ადგილის შეცვალა უწევთ. ყოველწლიურად 50 000-ზე მეტი ახალგაზრდა აგრძელებს სწავლას სხვადასხვა პროფესიის დასაუფლებლად. მათი აბსოლუტური უმრავლესობა დედაქალაქისკენ მოიწევს.
სახელმწიფოსგან უამრავჯერ ითქვა სტუდენტური ქალაქის აშენების შესახებ, თუმცა დაპირება დაპირებად დარჩა. თუკი სტუდენტებს ბინის მოძიების პრობლემა მართალაც ისევ შეექმნებათ, ასეთ პირობებში კიდევ უფრო საშური გახდება მათთვის საცხოვრებელი კორპუსების აშენება, თუმცა როგორც განათლების სფეროს სპეციალისტმა მუხრან გულიაშვილმა განაცხადა, ამ სექტორში სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაჭრელი და მხოლოდ სტუდენტური ქალაქის აშენება დიდ პრობლემას ვერ მოაგვარებს.
„პირველ რიგში, სტუდენტური ქალაქები კი არა, საერთოდ, საუნივერსიტეტო რეფორმაა გასატარებელი. უნივერსიტეტის მთავარი მიზანი უნდა იყოს კვლევა, მხოლოდ სწავლება შეიძლება მოხდეს პროფესიულ სასწავლებელში. საქართველოში ყველა უნივერსიტეტი, 1-2-ის გარდა, თავისი შინაარსით შეგვიძლია მივიჩნიოთ პროფესიულ სასწავლებლად. აქედან გამომდინარე, 72 უნივერისტეტის არსებობა და მათი ძალიან დიდი ნაწილის თბილისში თავმოყრა არ არის სწორი. ამიტომ სისტემას სჭირდება რადიკალური გადახედვა. თუ დარჩება ორი კვლევითი უნივერსიტეტი და სხვებს დაერქმევათ ის სახელი, რასაც რეალურად აკეთებენ, მაშინ მათი გადატანა შეიძლება რეგიონებში. ყოველწლირად რატომ უნდა ჩამოდიოდეს 30 ათასი ახალი სტუდენტი დედაქალაქში და აქ რჩებოდეს. მათ ხომ პრობლემები ექმნებათ, თუნდაც დაბინავების კუთხით.
ჩემი აზრით, სტუდენტური ქალაქების და საცხოვრებელების არსებობა ვერ გადაჭრის პრობლემას. განათლებაში ფულის ჩადება თუ უნდა სახელწმიფოს, ძალიან ბევრი სხვა მიმართულებაა, რასაც შეიძლება მოხმარდეს თანხა. სიტყვაზე, 20 ათას სტუდენტზე გათვლილი სტუდენტური ქალაქი რომ ააშენოს სახელმწიფომ, სტუდენტებისა და უნივერსიტეტების რაოდენობა რომ გაიზარდოს თბილისში, შემდეგ რა მოხდება? მერე კიდევ ახალი უნდა აშენდეს? არ მგონია ეს გამართლებული, სხვა რამის გაკეთებაა საჭირო და თუ სკოლიდანვე აეწყობა სისტემას, ზემოთ უკვე აღარ შეიქმნება ამდენი პრობლემა.
ნამდვილად არა მიმაჩნია, რომ საქართველოს ყოველწლიურად სჭირდებოდეს 40 ათასი უნივერსიტეტდამთავრებული, რომელთა 95% საკუთარი პროფესიით არ საქმდება და მალევე სხვა რამის სწავლა უწევს, რომ იმუშავოს. საცხოვრებლების საკითხი არის დიდი პრობლემის ნაწილი, რომლის მოგვარებას თავიდანვე, სკოლიდანვე, უნდა დაიწყოს. ამიტომ არა მგონია, რომ საკითხს მხოლოდ წერტილოვნად უნდა მიეხედოს“, – განაცხადა მუხრან გულიაშვილმა.
წყარო: რეზონანსი