თელ-ავივში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა “ჰამასმა” და “ისლამურმა ჯიჰადმა” აიღო

19 აგვისტოს, თელ-ავივში ერთი დღით ადრე მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა “ჰამასისა” და “ისლამური ჯიჰადის” შეიარაღებულმა განშტოებებმა აიღო. სინაგოგასთან კვირა საღამოს მომხდარი აფეთქება ს პოლიციამ და დაზვერვის სააგენტომ ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა. პოლიციის ცნობით, ინციდენტში ერთი გამვლელი დაშავდა და მოკლულია მამაკაცი, რომელსაც თან ბომბი ჰქონდა.
ისრაელმა “ჰამასის” წინააღმდეგ ომი 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ თავდასხმის პასუხად დაიწყო. არაერთი დასავლური ქვეყნის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულმა “ჰამასმა”, ისრაელზე თავდასხმისას, 1 200 ადამიანი მოკლა, მეტწილად, მშვიდობიანი მოსახლეობა. ამასთან, დაჯგუფებამ 250 ადამიანი დაატყვევა და ღაზაში მძევლად წაიყვანა.
ნოემბერში, ხანმოკლე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შედეგად, 100-ზე მეტი ისრაელელი მძევალი გათავისუფლდა. მიიჩნევა, რომ ღაზაში, დაახლოებით, 110 მძევალი კვლავ რჩება. ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ მძევალთა მესამედი მოკლულია.
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის ჯანდაცვის უწყება აცხადებს, რომ ისრაელის საპასუხო ომის შედეგად, ამ დრომდე, პალესტინელთა შორის მსხვერპლმა 40 000-ს გადააჭარბა. ისინი არ აკონკრეტებენ, დაღუპულთა შორის, რამდენია მებრძოლი და რამდენი მშვიდობიანი მოქლაქე. თავის მხრივ, მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაში მიმდინარე ომის განმავლობაში, „ჰამასის“ 17 000-ზე მეტი მებრძოლი მოკლა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე – საჯაროდ თქვეს, რომ მე ხელოვნურად ვბლოკავ და ქვეყნის ინტერესებზე მაღლა პირადულს ვაყენებ, ამ დროს, პირიქით, მქონდა კომპლექსი, რომ პირადულისთვის ქვეყანა არ დამეზიანებინა და ამიტომაც არ ვხვდებოდი, ახლა ეს მოიხსნა

ბიძინა ივანიშვილი – უკვე დავურეკე ამერიკის ელჩს, ვთხოვე შეხვედრა – ჩემგან პრობლემა აღარ არის და მზად ვარ შესახვედრად, არჩევნების შემდგომ ვაპირებთ შეხვედრას – ამერიკა სულ იყო პრიორიტეტული ჩვენთვის

სოფო ჯაფარიძე – კაბალური საპენსიო სესხები განულდება 1-ელ დეკემბრამდე, პენსია გაიზრდება1000 ლარამდე, უფასო მედიკამენტები ექნებათ პენსიონერებს – ასევე, შშმ პირებისა და ომის ვეტერანთა პენსიები გაიზრდება ეტაპობრივად