26 ოქტომბრის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების ნაწილის რეგისტრაციის პროცესი დასრულდა

საქართველოს პარლამენტის სთვის პოლიტიკური პარტიების ნაწილის რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. საუბარია იმ პარტიებზე, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავდათ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები და კანონი რეგისტრაციისთვის 25 000 მხარდამჭერის ხელმოწერის წარმოდგენას ავალდებულებდა.
აღნიშნული პარტიებისთვის სთვის მომართვის ვადა 15 ივლისს ამოიწურა და საერთო ჯამში უწყებას რეგისტრაციისთვის 30-მა პოლიტიკურმა პარტიამ მომართა.
მომართვების შედეგად, 30 პოლიტიკური პარტიიდან არ განხილულა 2-ის განაცხადი (ერთ შემთხვევაში საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით პარტიის რეგისტრაციის გაუქმების გამო, მეორე შემთხვევაში – ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტის გამო). ხოლო დარჩენილი 28 პარტიიდან:
რეგისტრაცია გაიარა 17-მა;
უარი ეთქვა რეგისტრაციაზე 11-ს.
11 პოლიტიკური პარტიისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები შემდეგია:
4-მა პარტიამ არ წარმოადგინა მხარდამჭერთა სიები;
5 პარტიას დაუდგინდა ხარვეზი მხარდამჭერთა სიების შემოწმებისას და მათ მიერ წარმოდგენილმა შესწორებულმა დოკუმენტაციამ ხარვეზი ვერ აღმოფხვრა;
2 პარტიის ხელმძღვანელს განცხადების წარმოდგენის მომენტისათვის შეწყვეტილი ჰქონდა უფლებამოსილება.
საერთო ჯამში, ცესკოს მიერ შემოწმდა 27 119 ფურცელზე წარმოდგენილი 780 049 მხარდამჭერის შესახებ ინფორმაცია. შედეგად, რეგისტრაცია გაიარა შემდეგმა 17-მა პარტიამ:
„საქართველო“
„მესამე გზა“
„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“
„გახარია საქართველოსთვის“
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“
„საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“
„სამართლიანობისთვის“
– ხალხისთვის“
„თავისუფალი საქართველო“
„მემარცხენე ალიანსი“
„შეცვალე საქართველო“
„დემოკრატთა ალიანსი“
„ტრიბუნა“
„მწვანეთა პარტია“
„თავისუფალი არჩევანი – ახალი ალტერნატივა“
„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“
„ქართველ ერთობა“
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარმოდგენილ მხარდამჭერთა სიებში აღმოჩნდა ისეთი მოქალაქეების ხელმოწერები, რომლებსაც რეალურად მხარდამჭერთა ბლანკზე ხელი არ მოუწერიათ. აღნიშნული გამოვლინდა გადამოწმების შედეგად. შესაბამისად, ცესკომ იმოქმედა კანონმდებლობის შესაბამისად და ყველა ასეთ შემთხვევაში, სათანადო დოკუმენტაცია გადაიგზავნა საგამოძიებო უწყებაში შემდგომი რეაგირების მიზნით.
შეგახსენებთ, რომ გარდა ზემოთ აღნიშნული პარტიებისა, საარჩევნო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად რეგისტრაციის ვადა ჯერ კიდევ აქვს იმ 13 პარტიას, რომლებსაც საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დროისთვის ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები. საარჩევნო კოდექსის თანახმად, ასეთმა პარტიებმა ცესკოს თავმჯდომარეს შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართონ არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა.
აღნიშნული უფლება აქვს ქვემოთ ჩამოთვლილ შემდეგ 13 პარტიას:
1. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“
2. „ლელო საქართველოსთვის“
3. „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ – “გირჩი“
4. „ – მოქალაქეები“
5. „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“
6. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
7. „ – სტრატეგია აღმაშენებელი“
8. „კანონი და სამართალი“
9. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
10. „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“
11. „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“
12. „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“
13. „პროგრესი და თავისუფლება“.

ასევე დაგაინტერესებთ

არ შეიძლება, ერთი ხელით არღვევდე საარჩევნო პრინციპებს და მეორე მხრივ, როგორც „ობიექტური დამკვირვებელი“ გვიფასებდე არჩევნებს, ასეთ ადამიანებთან შეხვედრას არავითარი ფასი და აზრი არ აქვს ევროპელი დეპუტატების დელეგაციის წევრების ნახევარი ჩართული იყო საქართველოში წინასაარჩევნო აგიტაციაში

ოპოზიციის გეგმის არარსებობა ერთი რამის შედეგია – მათ გაცნობიერებული აქვთ საკუთარი პოზიციების უკიდურესი სისუსტე, არც ხალხის მხარდაჭერა აქვთ, არც რაიმე საბაბი არჩევნების გაყალბებაზე სასაუბროდ