ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილის და კონკრეტული უკრაინელი მაღალჩინოსნების მეგობრობა ჩემთვის გასაკვირი არ არის – ზურაბიშვილი ღიად მოგვიწოდებდა ჩვენ შეხვედრებზე მეორე ფრონტისკენ

სალომე ზურაბიშვილი ღიად მოგვიწოდებდა ჩვენ შეხვედრებზე მეორე ფრონტისკენ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, მიიღებდა თუ არა მონაწილეობას უკრაინის საკითხზე პირველ გლობალურ სამიტში, ღონისძიებაზე რომ მიეწვია.
აღნიშნულ კითხვაზე პასუხისას ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბრისას გაიხსენა მისი და პარლამენტის თავმჯდომარის, ს შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.
ც, სამწუხაროდ, არის იქ, სადაც ხმოვანდებოდა მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო ჩემი და შალვა პაპუაშვილის შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან. ეს იყო ომის დაწყებიდან მეორე-მესამე დღეს, სადაც სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა დაიწყო ასეთი სიტყვებით: „ნახეთ, ზელენსკი გმირია და თქვენ იყავით მასეო“. საითკენაც მოგვიწოდებდა ზურაბიშვილი ძალიან ადვილი მისახვედრია. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილის და კონკრეტული(უკრაინელი) მაღალჩინოსნების მეგობრობა ჩემთვის აბსოლუტურად არ არის გასაკვირი. სალომე ზურაბიშვილი ღიად მოგვიწოდებდა ჩვენ შეხვედრებზე მეორე ფრონტისკენ“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი გიგიაძე – წარმოუდგენელ მდგომარეობაში ვართ, როდესაც აღარავის უნდა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთან შეხვედრა, უუქმებენ ვახშამზე მოსაწვევს ამერიკის პრეზიდენტთან – ეს ნიშნავს იმას, რომ აშშ ამ ხელისუფლებასთან წყვეტს ურთიერთობებს