კალათბურთის ისტორიაში პირველად გამოიყენეს 4-ქულიანი ტყორცნა

ფილიპინებზე გაიმართა საკალათბურთო მატჩი გუბერნატორის თასზე, რომელშიც „მერაკლო ბოლტსმა“ 99:94 დაამარცხა „მაგნოლია ჰოთშოთსი“.
კალათბურთისთვის ისტორიული მომენტი მეორე მეოთხედის დასაწყისში მოხდა. „მერაკლოს“ გამთამაშებელმა კრის ბანკერომ მატჩში პირველი ოთხქულიანი ტყორცნა გამოიყენა.
ოთხქულიანი სროლის წესი ამ ტურნირისთვის შემოიღეს. მოედანზე დახაზულია სპეციალური 4-ქულიანი ხაზი, რომელიც სამქულიანის ხაზს მოსდევს.
წყარო: 1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”