ირაკლი კობახიძე – ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ 2008 წლის აგვისტოში მომხდარიყო ის, რაც მოხდა – ამისთვის ვითარებას „ნაციონალური მოძრაობა“ 2005 წლიდან მოყოლებული ამწიფებდა!

ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ 2008 წლის აგვისტოში მომხდარიყო ის, რაც მოხდა – ამისთვის ვითარებას „ნაციონალური მოძრაობა“ 2005 წლიდან მოყოლებული ამწიფებდა! – ეს განცხადება მედიასთან საქართველოს პრემიერ მინისტრმა მ გააკეთა.
აქვე მ აღნიშნა, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება მმართველი უმრავლესობის საერთო პოზიციაა.
„ნაციონალური მოძრაობა“ სხვადასხვა დანაშაულისთვის აუცილებლად უნდა გასამართლდეს – მათ შორის ეს არის 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაული, რაც მათ ჩაიდინეს. არის სხვა მრავალი დანაშაული, რაც იმ ცხრა წლის განმავლობაშია ჩადენილი.
რაც შეეხება 2008 წლის ომის მომწიფებას, საბოლოო ჯამში, თქვენ იცით, რაც მოხდა – მოხდა ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. ამისთვის ვითარებას “ნაციონალური მოძრაობა“ ნაბიჯ-ნაბიჯ, 2005 წლიდან მოყოლებული ამწიფებდა. ჯერ მიიღეს კანონი ე.წ. კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ, შემდეგ შეიქმნა დროებითი ადმინისტრაცია, აირჩა ე.წ. პრეზიდენტი ცხინვალის ტერიტორიაზე. მთელი რიგი პროცესები იყო… ამის პარალელურად იყო სამხედრო ტიპის კონფრონტაციები, სხვა ტიპის პროვოკაციები. ეს ყველაფერი ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა – საქართველოში 2008 წლის ომი მომწიფებულიყო, რაც უმძიმესი დანაშაულია, რომელიც ამ პოლიტიკურმა ძალამ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩაიდინა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ქობულია – გახარია სამი თვის წინ დამიკავშირდა და მოლაპარაკებები დავიწყეთ, საარჩევნო სიაში მეორე ან მესამე უნდა ვყოფილიყავი, ჩვენს შორის ნდობა არ შედგა, თემა დახურულია – გუშინ რა სიაც იყო 15-კაციანი, დღეს ვნახე, რომ სულ სხვა იყო