რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი – მოსკოვი ადეკვატურად უპასუხებს, თუ ვარშავა უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდებას შეეცდება

მოსკოვი კონკრეტულ და ადეკვატურ პასუხს გასცემს, თუ პოლონეთი უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდებას შეეცდება, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპასთან ურთიერთობის მესამე დეპარტამენტის დირექტორმა, ოლეგ ტიაპკინმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.
„თუ ოფიციალური ვარშავა დაემორჩილება ავანტიურულ იმპულსს და გადაწყვეტს, შეეცადოს შორ მანძილზე მოქმედი გამანადგურებელი საშუალების შეჩერებას, რომელსაც ჩვენი შეიარაღებული ძალები კანონიერად იყენებს იმისთვის, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთისთვის მომდინარე საფრთხე გაანეიტრალოს, მაშინ რეაქცია იქნება ადეკვატური და საკმაოდ კონკრეტული. რუსულმა დიპლომატიამ არაერთხელ მიუთითა, თუ რა რისკებს მოიცავს დასავლეთის სახელმწიფოების პოტენციური პირდაპირი მონაწილეობა საომარ მოქმედებებში ს რეჟიმის მხარეს“, – განაცხადა ოლეგ ტიაპკინმა.
მისი მტკიცებით, ამ თემაზე მოლაპარაკებები არავისთან მიმდინარეობს და რუსეთის პოზიცია კარგად არის ცნობილი, როგორც ვარშავისთვის, ასევე ნატო-სთვის.
შეგახსენებთ, მანამდე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მ განაცხადა, რომ ვარშავა უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობას განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?