19 აგვისტოს, დილის 6 საათზე, ევოლუშენის გაფიცულმა თანამშრომლებმა “სოლიდარობის ჯაჭვი” დააანონსეს

ხვალ, 19 აგვისტოს, დილის 6 საათზე, “ევოლუშენ ჯორჯიას” გაფიცული თანამშრომლები სოლიდარობის ჯაჭვს აანონსებენ. ისინი მხარდამჭერებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ მათ პროტესტს.
უკვე 37-მე დღეა, რაც კომპანიის თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა. მიზეზი, შრომის ღირსეული პირობების შექმნაა. გაფიცვის 37 დღიდან, ბოლო 6 დღეა 4 თანამშრომელი შიმშილობდა. თუმცა, გუშინ, ერთ-ერთმა მათგანს, ლუკა კიკნაძეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობის შეწყვიტა მოუწია.
“ევოლუშენ ჯორჯიას” ოფისთან ხმაური იყო დღესაც. პროფკავშირ “ლაბორის” ხელმძღვანელის, გიორგი დიასამიძის ინფორმაციით, მოშიმშილე თანამშრომლებს დაცვა კომპანიის შენობაში აღარ უშვებს. იქამდე ისინი კომპანიის ადმინისტრაციის შესასვლელთან, დერეფანში იყვნენ განლაგებულები. დიასამიძის ინფორმაციით, კომპანიის დაცვის თანამშრომლები შეურაცხყოფენ და აბულინგებენ გაფიცულ მოშიმშილეებს.
“ვერ ვირწმუნებთ ხელისუფლების კეთილსინდისიერებას და გულწრფელობას, როდესაც Evolution Georgia-ში გაფიცვის 37-ე დღეა, აქედან 6 დღეა დასაქმებულები შიმშილობენ ღირსეული შრომითი პირობებისთვის და ხელისუფლება ამ დრომდე დუმს. თუ საკუთარ პოზიციას არ დააფიქსირებს, განცხადებას არ გააკეთებს, პროცესებში არ ჩაერთვება სრულ პასუხისმგებლობას შემდგომში განვითარებულ მოვლენებზე ხელისუფლებას და კომპანიას ვაკისრებთ. ვერ ვირწმუნებთ საქართველოს პრეზიდენტის გულწრფელობას, თუ განცხადებას არ გააკეთებს, მითუმეტეს რომ გაფიცულებმა რამდენიმეჯერ მიმართეს. ვერ ვირწმუნებთ სახალხო დამცველის დამოუკიდებლობას თუ ადგილზე არ მოვა და მდგომარეობაში არ გაერკვევა, მოშიმშილეებს არ მოინახულებს”, – წერს გიორგი დიასამიძე სოციალურ ქსელში და მოუწოდებს, მათ შორის, ოპოზიციურ პარტიებს, დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით.
რამდენიმე დღის წინ, გაფიცულებს შეხვდა და ესაუბრა კოალიცია “ძლიერი საქართველოს” საარჩევნო შტაბის სპიკერი, დეპუტატი . კიდევ ერთი პარტია, რომელიც საკითხს გამოეხმაურა, არის “საქართველოსთვის”. პარტიის ლიდერები პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებენ და შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
შიმშილობის დაანონსებიდან მეორე დღეს, 9 აგვისტოს, “ევოლუშენ ჯორჯიამ” განცხადება გაავრცელა და პროფკავშირს არამართლზომიერ ქმედებებში დასდო ბრალი, რასაც, კომპანიის თქმით, კომპანიის შეფერხება, ბიზნესპარტნიორების დაზარალება მოჰყვა. შედეგად კი “ევოლუშენმა” დააანონსა 1000 ადამიანის შემცირება და საოპერაციო საქმიანობის ნაწილის სხვა ქვეყნებში გადატანა.
გაფიცვის მიზეზების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, წაიკითხეთ სტატია:
· მუშაობა წაქცევამდე და სახიფათო სიბინძურე — რას ჰყვებიან „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლები