არჩილ გორდულაძე – 2023 წლისთვის ჩვენ გვაქვს იმის გარანტია, რომ მშვიდობიანი პოლიტიკით, დემოკრატიული განვითარებითა და კეთილდღეობის უზრუნველყოფით შევძლებთ, მზად ვიყოთ ევროკავშირის წევრობისთვის

2023 წლისთვის ჩვენ გვაქვს იმის გარანტია, რომ ამ მშვიდობიანი პოლიტიკით, დემოკრატიული განვითარებითა და კეთილდღეობის უზრუნველყოფით შევძლებთ, მზად ვიყოთ ევროკავშირის წევრობისთვის, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ისინი ყოველთვის ყველაფერ იმას გააკეთებენ, რაც ქვეყნის მომავლისთვის იქნება აუცილებელი.
„იმისთვის, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრი სრულფასოვნად გავხდეთ, აუცილებელია რომ გვქონდეს ეკონომიკური წინსვლა, ქვეყანაში მშვიდობა, მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები და დავუახლოვდეთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებულ კანონმდებლობას. ამ შენობაში არაერთი ასეული საკანონმდებლო ცვლილებებია განხორციელებული, რათა მომხდარიყო ჰარმონიზება ევროკავშირის სამართალთან, ასევე ბევრი ცვლილება იყო განხორციელებული როგორც 9 პუნქტის, ასევე 12 ნაბიჯის ფარგლებში, რათა შეგვესრულებინა ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ჩვენს მიმართ ევროკავშირს ჰქონდა. ჩვენ ყოველთვის გავაგრძელებთ ამ კუთხით და ამ სვლით ნაბიჯების გადადგმას. შესაბამისად, 2023 წლისთვის ჩვენ გვაქვს იმის გარანტია, რომ ამ მშვიდობიანი პოლიტიკით, დემოკრატიული განვითარებითა და კეთილდღეობის უზრუნველყოფით შევძლებთ, ვიყოთ მზად ევროკავშირის წევრი ქვეყნობისთვის. დანარჩენი უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია, რომელიც ჩვენ 2021-22-23 წლებში, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ სხვა კანდიდატ ქვეყნებზე უკეთესი მაჩვენებლები გვქონდა მთელი რიგი მიმართულებით და მათ შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც კი აღვემატებოდით მთელი რიგი მიმართულებით. იქნებოდა ეს კორუფციასთან ბრძოლა, დემოკრატიული განვითარებები, ეკონომიკური წინსვლა თუ ა.შ. მიუხედავად ამისა, არ მოგვეცა საშუალება, რომ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო, მაგრამ ერთი წლის შემდეგ, დაგვიანებით მიღებული იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი გვაქვს. ასე იქნება მომავალშიც – ჩვენ ყოველთვის ყველაფერ იმას გავაკეთებთ, რაც ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის იქნება აუცილებელი. საბოლოო ჯამში, დარწმუნებული ვართ, რომ შეიცვლება პოლიტიკური ხედვებიც სხვადასხვა ქვეყნის მიმართ. მშვიდობით რომ დასრულდება ის საომარი კამპანია, რომელიც არამარტო ში, არამედ ჩვენი ქვეყნის გარშემო ძალიან ბევრ ქვეყანაშია, ჩვენ შევძლებთ, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა ვიყოთ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტონიო გუტერეში – მძევლების გათავისუფლების დროა, იარაღის გაჩუმების დროა, იმ ტანჯვის შეწყვეტის დროა, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონი მოიცვა – მშვიდობის, კანონის და სამართლის დროა

კახა კალაძე – უნდა მოვუწოდოთ ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ, როგორ იქცევა ევროკავშირის ელჩი და სხვა კონკრეტული საელჩოები – ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, მაშინვე გამოაპანღურებდნენ

მამუკა მდინარაძე – საქართველო არასდროს დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის მთლიანობის საკითხს, გამორიცხულია კონფედერაციაზე დათანხმება, რაც ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას