უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკში კიდევ ერთი ხიდი გაანადგურეს

უკრაინის საჰაერო ძალებმა კურსკის ოლქზე შეტევის დროს სოფელ ზვანნოეში, მდინარე სეიმზე მდებარე ხიდი გაანადგურეს, რომელიც რუსი სამხედროებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის იყო, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა განაცხადა.
„კურსკის მიმართულება. მინუს კიდევ ერთი ხიდი. საჰაერო ძალების ავიაცია აგრძელებს მტრის ლოგისტიკური შესაძლებლობების განადგურებას, რაც საგრძნობლად მოქმედებს საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობაზე“, – წერს ნიკოლაი ოლეშჩუკი „ფეისბუქში“.
საერთო ჯამში, მდინარე სეიმზე, რომელიც მთელ გლუშკოვსკის რაიონს კვეთს, სამი ხიდი იყო გადებული : გლუშკოვოში, ზვანნოეში და სოფელ კარიჟში. 16 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ გლუშკოვოში მდებარე ხიდიბ განადგურდა. ამგვარად, ახლა ამ რაიონში სეიმზე მხოლოდ ერთი ხიდია, რომლითაც რუსული არმიისთვის იარაღისა და საკვების მიწოდებაა შესაძლებელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს