უკრაინის ჯარმა კიდევ ერთი ხიდი ააფეთქა რუსეთის კურსკის ოლქში

უკრაინის ჯარმა დარტყმა განახორციელა კიდევ ერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ხიდზე ს ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში.
უკრაინის არმია ცდილობს ამით, ხელი შეუშალონ რუსეთის საბრძოლო მოქმედებებს და მომარაგების გზების გადაჭრას, განაცხადეს უკრაინის არმიის წარმომადგენლებმა.
დარტყმა მიაყენეს ხიდს სოფელ ზვანნოეში, დაახლოებით 15 კილომეტრში უკრაინის საზღვრიდან.
„მინუს კიდევ ერთი ხიდი: უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალები აგრძელებს წაართვას მოწინააღმდეგეს მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები ზუსტი საჰაერო დარტყმებით“ – განაცხადა სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურმა, მიკულა ოლეშჩუკმა Telegram-ით.
როდის მოხდა ეს თავდასხმა ხიდზე, არ ზუსტდება. რუსმა სამხედრო ბლოგერებმა გაავრცელეს იმავე დანგრეული ხიდის ფოტოები, რომლებიც 17 აგვისტოსაა გადაღებული.
16 აგვისტოს მ გამოაცხადა იმავე მდინარეზე, სეიმზე, ქალაქ გლუშკოვოს რაიონში მდებარე ხიდის აფეთქების შესახებ.
კიევმა უპრეცედენტო საზღვრის მიღმა ოპერაცია კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაიწყო და აცხადებს, რომ 80 დასახლებული პუნქტი აქვს დაკავებული.
რუსი სამხედრო ბლოგერების თანახმად, ამ ორი ხიდის განადგურების შედეგად, რუსეთს გლუშკოვოს რაიონში მდინარის გადაკვეთის მცირე შესაძლებლობა დარჩა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტონიო გუტერეში – მძევლების გათავისუფლების დროა, იარაღის გაჩუმების დროა, იმ ტანჯვის შეწყვეტის დროა, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონი მოიცვა – მშვიდობის, კანონის და სამართლის დროა

კახა კალაძე – უნდა მოვუწოდოთ ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ, როგორ იქცევა ევროკავშირის ელჩი და სხვა კონკრეტული საელჩოები – ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, მაშინვე გამოაპანღურებდნენ

მამუკა მდინარაძე – საქართველო არასდროს დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის მთლიანობის საკითხს, გამორიცხულია კონფედერაციაზე დათანხმება, რაც ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას