თავდაცვის მინისტრი – გიორგი ანწუხელიძეზე, მისნაირ მამაც სამხედროებსა და გმირებზე დგას ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა

სწორედ, გიორგი ანწუხელიძეზე, მისნაირ მამაც სამხედროებსა და გმირებზე დგას ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომში გიორგი ანწუხელიძემ საკუთარი სიცოცხლის ფასად საქართველოს სახელმწიფო დროშა და ქვეყნის ღირსება დაიცვა.
„18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა!
ქედს ვიხრით ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიის გამორჩეული და გაუტეხელი გმირის წინაშე.
2008 წლის აგვისტოს ომში გიორგი ანწუხელიძემ საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვა საქართველოს სახელმწიფო დროშა და ქვეყნის ღირსება. მომავალი თაობებისთვის ის იქცა სამშობლოსთვის თავდადების, სულიერი სიმტკიცის, პატრიოტიზმის მისაბაძ მაგალითად.
სწორედ, გიორგი ანწუხელიძეზე, მისნაირ მამაც სამხედროებსა და გმირებზე დგას ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა.
დიდება გმირებს“, – წერს ირაკლი ჩიქოვანი.

ასევე დაგაინტერესებთ

გორის საკრებულოს წევრი – ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვაპირებთ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, ვიბრძვით იქამდე, სანამ ჩვენი ქვეყანა არ გახდება დასავლური სტრუქტურების ნაწილი და ჩვენ არ დავამარცხებთ ოლიგარქიას

ქობულეთის საკრებულოს წევრი – „ნაციონალური მოძრაობა“ 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ აპირებს და აგრძელებს ბრძოლას 2003 წლის იდეალებისთვის, რომელიც აგებული იყო ევროპულ ფასეულობებზე

თინა ბოკუჩავა – ზოგმა ვერ გაუძლო ცდუნებას, „ნაციონალური მოძრაობა“ კი 4 ოქტომბერსაც იქნება ბრძოლის წინა ხაზზე – შევიკრიბეთ, რათა ვუთხრათ არა, რუსულ სპეცოპერაციას და ვიბრძოლოთ თავისუფალი საპარლამენტო არჩევნებისთვის