ექსტრემალურმა სიცხეებმა ახალ ტურისტული მიმართულებები გააჩინა

მიმდინარე ზაფხულს ტყის ხანძრებმა და სიცხის ტალღებმა აიძულა ტურისტები ჩრდილოეთ ევროპასა და ალასკაში „გრილი მოგზაურობები“ დაეგეგმათ.
საერთაშორისო გამოცემა Independent-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მოცემულია ტურისტული კომპანიების მიერ გაანალიზებული ბოლო ტენდენციები ტურიზმში.
სამოგზაურო-საკრუიზო ოპერატორები, სასტუმრობი და ავიაკომპანიები ამატებენ ზომიერად ცხელ მიმართულებებს მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით.
Norwegian Air-მა ჩრდილოეთ ნორვეგიასა და ევროპის ქალაქებს შორის 10 ახალი მარშრუტი აამოქმედა.
საერთაშორისო მოგზაურობისთვის წელს, ივლისში, შარშანდელთან შედარებით, გაყიდული ავიაბილეთების რაოდენობა ნორვეგიაში 19%-ით გაიზარდა, ირლანდიაში 13%-ით და შვედეთში 11%-ით გაიზარდა.
ალასკაზე შიდა ფრენები ამ ზაფხულს 10%-ით გაიზარდა.
ახალი მარშრუტები ასევე იხსნება კანადასა და ახალ ინგლისში.
მოთხოვნაში ცვლილებას ხედავს განთავსების ინდუსტრიაც. სახლების გაქირავების კომპანია Airbnb-მ 2024 წლის პირველ ნახევარში ნორვეგიაში, შვედეთსა და ალასკაში საზაფხულო საცხოვრებლის ძებნაში 15%-იანი ზრდა დააფიქსირდა.
თუმცა, როგორც გამოცემა Independent-ი წერს, უფრო გრილ მიმართულებებზე მოთხოვნის ზრდამ თბილი კლიმატის ტერიტორიებში მოგზაურობაზე არ იმოქმედა. სამხრეთ ევროპის მიმართულებები ჯერ კიდევ ძალიან მიმზიდველია ტურისტებისთვის.
წელს ხანძრებმა ყველაზე პოპულარული ტურისტული ევროპული ქვეყნები მოიცვა. ხანძარს რამდენიმე დღეა ებრძვის ათენი (საბერძნეთი), პორტუგალიაში ხალხს აფრთხილებენ, რომ მოუწევთ ევაკუაციზ, თუ მაშველები ვერ გაუმკლავდებიან ხანძარს ქვეყნის ჩრდილოეთით.
ხანძრები და გვალვებია ესპანეთში, ხორვატიასა და ალბანეთშიც.