მამარდაშვილის “ვალენსიამ” სახლში “ბარსელონასთან” მარცხი განიცადა

ლა ლიგის პირველ ტურში „ვალენსია“ სახლში „ბარსელონასთან“ 1:2 დამარცხდა.
მასპინძლები პირველ ტაიმში კარგად თამაშობდნენ და თავურით დურომ დააწინაურა. შემდეგ დუროს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი კარის ხაზიდან კუბარსიმ გამოიტანა. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი ანგარიში ლევანდოვსკიმ გაათანაბრა.
შესვენების შემდეგ მოსკერამ საჯარიმოში რაფინია წააქცია და ლევანდოვსკიმ პენალტით „ბარსა“ წინ გაიყვანა. მერე დუროზე უხეშობის გამო მსაჯს კუბარსისთვის მეორე ყვითელი ბარათი უნდა ეჩვენებინა, მაგრამ მისი გაძევება საჭიროდ არ მიიჩნია და პროტესტის გამო „ღამურების“ მწვრთნელი ბარახა გააფრთხილა. ცოტა ხანში მამარდაშვილითან პირისპირ
ფერან ტორესი გავიდა და ქართველმა გატანა არ დაანება. დარჩენილ დროში კატალონიური გუნდი უპირატესობას ფლობდა და შეხვედრა მშვიდად მიიყვანა გამარჯვებამდე.
გიორგიმ რამდენიმეჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, მისი თამაში კი ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 7.1, flashscore 7.0, whoscored 6.5.
23 აგვისტოს „ვალენსია“ ვიგოში „სელტას“ დაუპირისპირდება.
ვალენსია – ბარსელონა 1:2
გოლები: 1:0 დურო (44), 1:1 ლევანდოვსკი (45+5), 1:2 ლევანდოვსკი (49, პენ)