ლევან თაქთაქიშვილი: დოკუმენტებს დავდებ კომენტარში. ეს უკვე მეტისმეტია! აბელ!

“ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩემს წინა პოსტში ცრემლი მოვიწმინდე იმის თაობაზე, რომ აბელ ენუქიძის ქუჩა ყოფილა დღემდე თბილისში! გუშინ ამ ქუჩაზე რომ მოვხვდი, გამიკვირდა! მეტიც, აღვშფოთდი!
გამოვაქვეყნე! და რა? უარესი გავიგე !
სახელდების და სიმბოლოების კომისიამ კომენტარში გვაცნობა, რომ თურმე მცდარ ინფორმაციას ვაქვეყნებ და ამ ქუჩას სახელი გადავარქვით 2018 წელსო და უდიდესი ქართველი საზოგადო მოღვაწის პეტრე სურგულაძის სახელი ვუწოდეთო. დოკუმენტში კი წერია, რომ სახელი შეეცვალა აბელ ენუქიძის ქუჩის პატარა ნაწილს. ვნახე გუგლმაპში: ელდა მეცა-უზარმაზარი ქუჩა-ლამის პროსპექტი არის აბელ ენუქიძის და მცირე მონაკვეთი პეტრე სურგულაძის. დოკუმენტებს დავდებ კომენტარში. ეს უკვე მეტისმეტია!
აბელ!” – წერს ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან თაქთაქიშვილი  სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში წერდა: თბილისში დღემდე არის აბელ ენუქიძის ქუჩა!

ვასილ ბარნოვის ქუჩას ვაპატარავებთ, ჯიქიას ქუჩას სახელს ვუცვლით, ამერიკის პრეზიდენტის ქუჩით მივფრინავთ და… აბელ ენუქიძის ქუჩას დავფოფინებთ 1990 წლიდან?