გიორგი გახარია – ჩვენი დევიზია: არა „ოცნებას“, არა „ნაცებს“, მშვიდობა საქართველოს! – უნდა გამოვნახოთ ძალა, კომპეტენციაც, სითამამეც, სიმამაცეც, რომ პრაგმატული პოლიტიკა ვაწარმოოთ ყველასთან, მათ შორის ოკუპანტთანაც

ნამდვილი ღირსებით, ნამდვილი მშვიდობით და ნამდვილი კეთილდღეობით, მივიყვანთ და გავიყვანთ ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოზე! მადლობა და გამარჯვებას გისურვებთ! – ასე მიმართა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ზუგდიდში, რეგიონული ოფისი გახსნისას საზოგადოებას.
მისი თქმით, მმართველ პარტიას მშვიდობის შენარჩუნებაზე საუბრის უფლება არ აქვს.
„როდესაც „ოცნებასთან“ ჩვენი გზები გაიყო და გაიყო მაშინ, როცა აშკარა გახდა, რომ ადამიანები იმისთვის, რომ თბილი კაბინეტები, სავარძლები, ძალაუფლება და მოპარული ფული შეენარჩუნებინათ, ღირსება დაკარგეს. ისინი დღეს მზად არიან ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წავიდნენ.
საკუთარ მოქალაქეებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ტრავმირებულები ვართ ომით, ომით გვაშანტაჟებენ! გვეუბნებიან , რომ „ან მე, ან – ომი“ და ურცხვად გვატყუებენ, რადგან „ოცნებას“ დღეს არანაირი რესურსი აღარ დარჩა მშვიდობის შენარჩუნების!
დღეს, „ოცნებამ“ ბალანსის პოლიტიკა დაასრულა, მან არჩევანი გააკეთა. ამიტომ დღეს „ოცნებას“ არანაირი რესურსი აღარ გააჩნია, ვინმეს მშვიდობას დაპირდეს. მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა შენ გესმის შენი ქვეყნის, შენი ხალხის, შენი მოქალაქეების არჩევანი ბოლო 30 წლის განმავლობაში და ეს არჩევანი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი!
ამავე დროს, ჩვენ ჩვენში უნდა გამოვნახოთ ძალა, კომპეტენციაც, სითამამეც, სიმამაცეც, რომ პრაგმატული პოლიტიკა ვაწარმოოთ ყველასთან, მათ შორის ოკუპანტთანაც და ეს პასუხისმგებლობა ჩვენ ყოველთვის გვქონდა, მაგრამ „ოცნებამ“ ეს პასუხისმგებლობა დღეს გააცამტვერა, რადგან მან არჩევანი გააკეთა, მხარე დაიჭირა, „ოცნება“ დღეს ამ გლობალურ დაპირისპირებაში მხარეა, მათი ყველანაირი დაპირება საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებაზე არის ტყუილი, მათ, ერთადერთი, რაც მოახერხეს და გააკეთეს, საქართველო აქციეს დიდი სახელმწიფოების დაპირისპირების პოლიგონად. მეორე მხრიდან, ჩვენ, სამწუხაროდ, გვყავს ეს რადიკალური ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც სასარგებლო იდიოტის როლში, „ოცნებას“ ეხმარება აი ამ ტყუილებით ადამიანებზე ზემოქმედება მოახდინოს. ამიტომ, ჩვენ როდესაც ვამბობთ მშვიდობას, ჩვენი მთავარი დევიზია: არა „ოცნებას“, არა „ნაცებს“, მშვიდობა საქართველოს!“, – განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, „ევროპა ჩვენი შვილების ოცნებაა და არავის აქვს უფლება და არავის ეპატიება, ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვას!“
„მინდა გითხრათ, რომ პასუხისმგებლობები პერსონალიზებული იქნება! ყველა ის ადამიანი ან პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელს შეუშლის საქართველოს სრულფასოვან წევრობას ევროპის კავშირში, მათ პერსონალური პასუხისმგებლობა დაეკისრებათ!
რატომ გარბიან ჩვენი შვილები, ევროპაში? – იმიტომ, რომ ისინი უკვე ევროპელები არიან, მათ ეს არჩევანი გააკეთეს. და თუ არ მოვიყვანთ აქ ევროპას, ჩვენი შვილები მოემსახურებიან და ააშენებენ სხვა სახელმწიფოს. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, „ნაცებისგან“ და „ოცნებისგან“ განსხვავებით, ვისაც შეუძლია საქართველო ყველაზე სწრაფად და მშვიდობიანად მიიყვანოს ევროპულ კავშირში და ეს იქნება უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
როგორც მან განაცხადა, ს და სამაჩაბლოს გარეშე არ არსებობს ძლიერი ქართული სახელმწიფო!
„აფხაზეთს და სამაჩაბლოს არავინ გვაჩუქებს! რუსეთს, ჩვენ ნაცვლად, ოკუპაციაზე არავინ და ვერავინ დაელაპარაკება. ამ ყველაფრიდან ჩვენი ყველაზე დიდი გამოსავალი არის, რა თქმა უნდა, , რომელზეც, მე დარწმუნებული ვარ, „ოცნება“ მიიღებს საკადრის პასუხს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები გარდამტეხი ცვლილებების მომტანი იქნება ქვეყნისთვის, რომელიც ქვეყანას განავითარებს, ვინაიდან მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ მთავარი ძალა ახლა კორუფცია და ნეპოტიზმია.
„ოცნება“ დღეს ნეპოტიზმში და კორუფციაშია ჩაფლული, სამწუხაროდ. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დაამარცხებს კორუფციას და ნეპოტიზმს და ყველა ლარს, ხალხის ფულს, მოპარულს ბიუჯეტიდან, იმ ვაჟბატონებიდან ყველას მოატანინებს უკან.
ჩვენ ყველანი ერთად, ყველანი ერთად, ნამდვილი ღირსებით, ნამდვილი მშვიდობით და ნამდვილი კეთილდღეობით, თითოეული ქართული და საქართველოს მოქალაქის ოჯახისთვის, მივიყვანთ და გავიყვანთ ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოზე! მადლობა და გამარჯვებას გისურვებთ!“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტონიო გუტერეში – მძევლების გათავისუფლების დროა, იარაღის გაჩუმების დროა, იმ ტანჯვის შეწყვეტის დროა, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონი მოიცვა – მშვიდობის, კანონის და სამართლის დროა

კახა კალაძე – უნდა მოვუწოდოთ ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ, როგორ იქცევა ევროკავშირის ელჩი და სხვა კონკრეტული საელჩოები – ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, მაშინვე გამოაპანღურებდნენ

მამუკა მდინარაძე – საქართველო არასდროს დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის მთლიანობის საკითხს, გამორიცხულია კონფედერაციაზე დათანხმება, რაც ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას