ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა „ამაგრებს“ პოზიციებს კურსკის ოლქში

უკრაინის პრეზიდენტმა, მ განაცხადა, რომ უკრაინის ჯარები „ამაგრებენ“თავიანთ პოზიციებს ს კურსკის ოლქში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა, ოლექსანდრ სირსკიმ „მომახსენა რუსეთის კურსკის ოლქში ჩვენ ჯარების პოზიციების გამაგრების შესახებ და სტაბილიზებული ტერიტორიის გაფართოების შესახებ“- წერს ზელენსკი Telegram-ის არხზე 17 აგვისტოს.
ზელენსკის ეს განცხადება გავრცელდა მას მერე, რაც რუსეთის საგარეო უწყებამ დაადანაშაულა გლუშკოვოს რაიონში მნიშვნელოვანი ხიდის განადგურების მიზნით ამერიკული წარმოების რაკეტების გამოყენებაში, რასაც ემსხვერპლნენ „მოხალისეები,“ რომლებიც მშვიდობიანი მოქალაქეებს ევაკუაციაში ეხმარებოდნენ.
“კურსკის რეგიონს პირველად დაარტყეს დასავლური წარმოების,“ სავარაუდოდ HIMARS-ის ტიპის რაკეტებით, განაცხადა მ Telegram-ით გვიან, 16 აგვისტოს გავრცელებულ ცნობაში. ამ განცხადებაში გამოთქმულის დადასტურება არ ხერხდება.

ასევე დაგაინტერესებთ