ხაშურის წყალარინების სისტემისთვის მთავრობა საფრანგეთისგან 30 მილიონ ევროს ისესხებს

ხაშურში წყალარინების სისტემის ქსელის განვითარებისთვის მთავრობა საფრანგეთის სახელმწიფოსგან 30 მლნ ევროს სესხს იღებს.
როგორც ირაკლი კობახიძის მიერ 15 აგვისტოს ხელმოწერილი განკარგულებიდან ირკვევა, სესხი 20 წლით გაიცემა. მისი პროცენტი კი, ჩამორიცხვის მომენტში დაზუსტდება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე. საშეღავათო პერიოდი 5 წელია.
შესაბამისი თანხმობა მთავრობამ ფინანსთა სამინისტროს უკვე მისცა.