გერმანია უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს

გერმანია უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Politico გერმანულ გამოცემა FAZ-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
Politico-ს ცნობით, აკრძალვა, რომელიც გერმანიის მმართველი კოალიციის ხარჯების შემცირების გეგმის ნაწილს წარმოადგენს, უკვე ძალაშია.
აკრძალვა დაფინანსების მხოლოდ ახალ მოთხოვნებს ითვალისწინებს და უკვე დამტკიცებულ დახმარებას არ შეეხება და მათი მიწოდება გაგრძელდება.
გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, კრისტიან ლინდნერმა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების დაფინანსების შეჩერების შესახებ თავდაცვის მინისტრს, ბორის პისტორიუსს თხოვნით 5 აგვისტოს მიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”