“ესაა ავტობუსის მოსაცდელი, – ქველთუბნელების თქმით, ათეულობით ოჯახი ოპოზიციური შეხედულებების გამო ისჯება

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქველთუბნის მოსახლეობა ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო საპროტესტო აქციას მართავს. ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ათეულობით ოჯახი ხელისუფლებისთვის მიუღებელი პოლიტიკური შეხედულებების გამო ისჯება.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვირაში ერთხელ, მოუწესრიგებელი გზები, არარსებული სანიაღვრე ქსელი და ნაგვის კონტეინერები – ეს ის პრობლემებია, რომლის მოგვარებასაც სოფლის მოსახლეობა ითხოვს.
“ტრანსპორტი ჩვენ არ გვაქვს, ერთი პარასკევს მოგვივა ერთი ავტობუსი, დანარჩენი დღეები ფეხით დავდივართ, ესაა ავტობუსის მოსაცდელი, აქ თუ ადამიანის, ან ბავშვის დაყენება შეიძლება, თქვით, ცხვრებისთვისაა. 98-99% არის ოპოზიციის მხარეს და აქედან გამომდინარეა.” – აცხადებს სოფლის მაცხოვრებელი.
ქველთუბნელების თქმით, თუ მათი პრობლემები არ მოგვარდება, პროტესტი უფრო მასშტაბური გახდება.
წყარო: მთავარი არხი