ისრაელის თავდაცვის ძალები – „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 55-ზე მეტი რაკეტა გაუშვა

„ჰეზბოლამ“ ს მიმართულებით 55-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა, მაგრამ ისრაელის ჩრდილოეთით, სულ მცირე, 10 ლოკაციაზე ხანძარი გაჩნდა.
ცნობისთვის, დღეს ლიბანში, ისრაელის სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა.