უკრაინა კურსკის ოლქში მორიგ წინსვლაზე იუწყება

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ კურსკში მორიგი წინსვლა აქვს – ამჯერად 1-დან 3 კილომეტრამდე.
„უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ უკრაინული ძალების სარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ, დღევანდელ თათბირზე პრეზიდენტ ზელენსკის მოახსენა.
„ჯარი აგრძელებს ბრძოლას. გვაქვს წინსვლა ზოგ მიმართულებაზე, ერთიდან სამ კილომეტრამდე. ფრონტის მთელ ხაზზე ბრძოლა გრძელდება. მთლიანობაში, სიტუაცია კონტროლირებადია“, – განაცხადა სირსკიმ.
მანვე აღნიშნა, რომ ამ მომენტში მიმდინარეობს ბრძოლები მალაი ლოკნას რაიონში და იმედი გამოთქვა, რომ იქ ბევრი რუსი ტყვე იქნება აყვანილი.
უკვე ერთ კვირაზე მეტია აწარმოებს ოპერაციას კურსკის ოლქში და აცხადებს, რომ ტყვედ აიყვანა ასობით რუსი სამხედრო და დაიკავა 1000 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია.