შვედეთში ე.წ. მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

შვედეთში, ე.წ. მაიმუნის ყვავილის ვირუსით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტი გასულ დღეებში აფრიკის კონტინენტზე იმყოფებოდა, სადაც ვირუსი თავდაპირველად გავრცელდა.
მოსახლეობის ინფორმირებისთვის, შვედეთის ოფიციალურმა პირებმა, საჯარო განცხადებები გააკეთეს და თქვეს, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა გამართულია და საზოგადოებას პანიკის საფუძველი არ აქვს.
„დაინფიცირებულმა შესაბამისი ჩივილებით დროულად მიმართა საავადმყოფოს. აღმოჩნდა, რომ ის ახალი დაბრუნებულია აფრიკიდან. ინფიცირებულ პირს ამჟამად ყველა სამედიცინო მომსახურება უტარდება და ის ამჟამად თავს უკეთ გრძნობს.
ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მიჰყვება რეკომენდაციებს და სრულ მზადყოფნაშია როგორც დიაგნოსტირების, ისე მკურნალობის მიმართულებით. ეს არ არის ზოგადი საშიშროება, რადგან შვედეთში ჯერჯერობით მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
ახლო მომავალში არ ველით დიდ საშიშროებას, რადგან ევროპის ინფექციების კონტროლის ორგანო, მაიმუნის ყვავილის პანდემიურად გავრცელების რისკს დაბალ შეფასებას აძლევს. შესაბამისად საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ“,- განაცხადა შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ოლივია ვიგზელიმ.