ბელარუსი ამბობს, რომ უკრაინისგან “შეიარაღებული პროვოკაციის” მაღალი ალბათობაა

ბელარუსის თავდაცვის მინისტრი ვიქტორ ხრენინი ამბობს, რომ არსებობს უკრაინისგან “შეიარაღებული პროვოკაციების მაღალი ალბათობა” და რომ მათ საზღვარზე ვითარება კვლავ “დაძაბული რჩება”. ეს კომენტარი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ბელტამ” გაავრცელა.
ხრენინის განცხადებას წინ უძღოდა უკრაინის შეჭრა ს ტერიტორიაზე და ათობით დასახლებული პუნქტის დაკავება.
“უკრაინული შეიარაღებული ფორმირებების ჩვენს სასაზღვრო ტერიტორიებთან ყოფნის გათვალისწინებით, დიდია იმის ალბათობა, რომ ისინი ემზადებიან ჩვენს ტერიტორიაზე შეიარაღებული პროვოკაციებისთვის, მნიშვნელოვანი ქმედებებისთვის, მათ შორის ბელარუსულ ნაციონალისტურ ფორმირებებთან ჩართულობითაც”, – თქვა ხრენინმა, სააგენტო “ბელტას” თანახმად.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ბელარუსის პრეზიდენტი ვლადიმირ ლუკაშენკო, რომელსაც დასავლური სამყარო 2020 წლის ს შემდეგ არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს, სრულმასშტაბიანი ომის პირობებში ვლადიმირ პუტინის უმთავრესი მოკავშირეა და რუსულ ძალებს ში შეჭრაშიც დაეხმარა. ლუკაშენკომ გუშინ თქვა, რომ უკრაინა ომის გასაფართოებლად შეიძლება ბელარუსსაც დაესხას თავს.
ერთი კვირის წინ კი ბელარუსი აცხადებდა, რომ ის სამხრეთ საზღვრის გასამაგრებლად, დამატებით ძალებს გააგზვნიდა. მინსკმა საჰაერო სივრცის დარღვევაშიც დაადანაშაულა. თუმცა, კიევს ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია და თქვა, რომ ბელარუსის მხარეს ძალების ან შეიარაღების გაზრდის ნიშნები არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ