გლდანში, მეტროსთან, სავაჭრო ცენტრში ხანძარია

ხანძარი გაჩნდა სავაჭრო ცენტრ „მარიამში“, რომელიც „გლდანი მოლს“ ესაზღვრება.
ადგილზე უკვე მისულია სახანძრო ჯგუფი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ცეცხლი სავაჭრო ცენტრის სახურავზე გაჩნდა.
განახლება: დაახლოებით 19:00 საათზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ხანძარი ჩააქრეს.