ელევატორებმა II კვარტალში ₾80.7 მლნ-ის პროდუქცია გაყიდეს

2024 წლის II კვარტალში საქართველოში 29 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც ქვემო ქართლის (31.0 პროცენტი) და სამეგრელო-ზემო სვანეთის (17.2 პროცენტი) რეგიონებში იყო განთავსებული. ელევატორების 13.8 პროცენტი ფუნქციონირებს იმერეთის რეგიონში, 10.3 პროცენტი კახეთში, 10.3 პროცენტი – ქ. თბილისში, 10.3 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 6.9 პროცენტი კი – გურიის რეგიონში.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის II კვარტალის განმავლობაში მომსახურება გაეწია 13 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 41 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 379 კაცით განისაზღვრა.
2024 წლის II კვარტალში, ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 95.0 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 34.3 პროცენტს წარმოადგენდა ხორბალი. საანგარიშო პერიოდში, ელევატორებში განთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 64.3 პროცენტს ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქცია შეადგენდა.
2024 წლის II კვარტალში, ელევატორების მიერ გაყიდულია 80.7 მლნ. ლარის ღირებულების 64.8 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 63.1 პროცენტი იყო იმპორტირებული პროდუქცია.
ელევატორების მიერ საკუთარი წარმოების პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის 86.5 პროცენტი.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) აპრილში შეადგენდა 48.0 პროცენტს, მაისში – 47.0 პროცენტს, ხოლო ივნისში – 47.9 პროცენტს.

ასევე დაგაინტერესებთ