რუსთავი-თბილისის ხაზებზე მოძრავ ავტობუსებს დედაქალაქში გაჩერებებზე მგზავრების აყვანა შეეძლებათ. დადგენილება, რომლითაც ამ კონკრეტულ ხაზზე მოძრავ საქალაქთაშორისო ტრანსპორტს თბილისში გადაადგილების დროს შეჩერების უფლება მისცეს, დედაქალაქის საკრებულომ დღეს, 16 აგვისტოს მიიღო.
· დადგენილების ასამოქმედებლად მისი გამოქვეყნებაა საჭირო – როგორც წესი, ამას რამდენიმე საათი ან დღე სჭირდება ხოლმე.
· ცვლილებები არ შეეხებათ ე.წ. ყვითელ მიკროავტობუსებს, მათ მხოლოდ ბოლო გაჩერებაზე შეეძლებათ მგზავრების აყვანა.
· მუნიციპალური სამსახურის 12 ავტობუსს რუსთავიდან თბილისში (ისნამდე) მიჰყავს მგზავრები;
· გარდა ამისა, კერძო კომპანია „ინტერტრანსს“ ეკუთვნის 11 ხაზი, სადაც დღეში 100-მდე მიკროავტობუსი გადაადგილდება.
