18-19 აგვისტოს აზერბაიჯანში ჩავა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის 18-19 აგვისტოს აზერბაიჯანში სახელმწიფო ვიზიტით ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
„მოლაპარაკებების მსვლელობისას განხილული იქნება რუსეთ-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის, ურთიერთობებისა და მოკავშირეობის შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე აქტუალური საერთაშორისო და რეგიონალური პრობლემები“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე აღინიშნება, რომ ვიზიტის შედეგად იგეგმება სახელმწიფო მეთაურების ერთობლივი განცხადების მიღება, ასევე მთავრობათაშორისი და სხვა დოკუმენტების ხელმოწერა.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი