უკრაინაში ძალაში შევიდა კანონი სამედიცინო კანაბისის ლეგალიზაციის შესახებ

უკრაინაში ძალაში შევიდა კანონი სამედიცინო კანაბისის ლეგალიზაციის შესახებ. საუბარია დეკემბერში მიღებულ დოკუმენტზე, რომელიც ითვალისწინებს კანაფის მცენარის გამოყენებას საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ტექნიკური მიზნებით, ასევე ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და სამკურნალო საშუალებების წარმოების მიზნით, რათა პაციენტებს გაუუმჯობესდეთ წვდომა აუცილებელ მკურნალობაზე.
ამასთან, კანონის თანახმად, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს კანაფის ბრუნვის ყველა ეტაპის კონტროლი და მიკვლევადობა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო განსაზღვრავს იმ მედიკამენტების სიას, რომელთა დამზადება შესაძლებელია კანაფის ნედლეულისგან. უწყება ასევე დაადგენს, რომელი დაავადებისა და მდგომარეობის პირობებშია დაშვაბული ასეთი სამკურნალო საშუალებების გამოყენება.
ვრცლად jandacva.ge – ზე

ასევე დაგაინტერესებთ