დაბა წაღვერის პარკის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია – ბორჯომის მერია

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა წაღვერის პარკის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია – ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
პროექტი ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
პარკი 10 500 კვ.მ. ფართობზე გაშენდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები, ფანჩატურები, საცოცი კედელი, ხიდები, წყლის არხი და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. ასევე განთავსდება კაფე და სხვა კომერციული ობიექტები. მოეწყობა ფოტოგადაღების ჯიხური „ფოტო ხაჩიკა“ და მისი მონუმენტი. დამონტაჟდება ე.წ „მჟავე წყლის“ ბიუვეტი.
„ახსოვთ აქ მცხოვრებ და ჩამოსულ დამსვენებლებს, რა მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა იყო, დღეს ხედავთ, რა ფართო მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს. წაღვერი საკურორტო დაბაა და ჩვენი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტული მიმართულება კურორტზე ინფრასტრუქტურის განვითარებაა“, – განაცხადა ბორჯომის მერმა ოთარ არბოლიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ