როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში, მაშინვე დაფასდება საქართველო – პრემიერი

რეალურად, თუ რომელიმე ქვეყანა უახლოვდება მაქსიმალურად ევროკავშირს, ეს არის სწორედ საქართველო. სამწუხაროდ, ში არის სხვა მდგომარეობა, მოლდოვაში არის სხვა მდგომარეობა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, დემოკრატია, კორუფცია და ა.შ. ყველა თვალსაზრისით ეს ორი ქვეყანა უფრო და უფრო მეტად შორდება ევროკავშირს. ჩვენ გვაქვს რეალურად თვისებრივი დაახლოების პროცესი, შინაარსობრივად საქართველო სულ უფრო მეტად უახლოვდება იმ სტანდარტებს, რომელიც არის საჭირო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის… …კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო დღეს არის ყველაზე დემოკრატიული, კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველოში ტარდება ყველაზე დემოკრატიული , კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველოშია ბიზნესი ყველაზე მეტად თავისუფალი და ა.შ. კორუფციისგან ყველაზე თავისუფალი ქვეყანაა საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის, ეს არის მთავარი და არა განცხადებები. განცხადებები ხან ასეთი კეთდება, ხან ისეთი, ეს განცხადებები შემდეგ იცვლება, პოლიტიკური კონიუნქტურის ამბავია. …როგორც კი გადაივლის ის სირთულეები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი რეგიონი, როგორც კი დასრულდება პირველ რიგში ომი უკრაინაში, მაშინვე მიდგომები შეიცვლება და მაშინვე დაფასდება ის მდგომარეობა, რომელიც არის დღეს საქართველოში ეკონომიკის, დემოკრატიის თუ ნებისმიერი სხვა კუთხით.

ასევე დაგაინტერესებთ