ისრაელმა ღაზაში ყოფილი ჰუმანიტარული უსაფრთხო ზონის ევაკუაცია გასცა

ისრაელის არმიამ ღაზას სამხრეთ და ცენტრალური ნაწილში ევაკუაციის ახალი ბრძანება გასცა იმ ტერიტორიებისთვის, რომლებიც მანამდე ჰუმანიტარულ უსაფრთხო ზონად იყო განსაზღვრული.
ს თავდაცვის ძალების მტკიცებით, აღნიშნული ტერიტორიები „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით ნაღმტყორცნებისა და რაკეტების გასაშვებად ბაზად გამოიყენა.
მათი ინფორმაციით, გამაფრთხილებელი ფლაერები და ტექსტური შეტყობინებები გაიგზავნა ქალაქ ხან იუნისის ჩრდილოეთ და დეირ ალ-ბალას აღმოსავლეთ ნაწილებში.
„წინასწარი გაფრთხილება მშვიდობიანი მოსახლეობისთვის გაიცემა იმისთვის, რომ შეამსუბუქოს ზიანი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და მისცეს საშუალება მშვიდობიან მოქალაქეებს საბრძოლო ზონა დატოვონ“, – ნათქვამია ისრაელის არმიის განცხადებაში.