2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა შეერთებული შტატების მიერ იყო ორგანიზებული, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა და საზღვაო კოლეგიის თავმჯდომარის თანაშემწემ, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა.
„ტყუილი და პროვოკაცია ვაშინგტონისა და სხვა დასავლური ქვეყნების პოლიტიკის ჩვეულებრივი თანამგზავრია. სწორედ ამერიკელებმა მოაწყვეს სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა 2008 წლის აგვისტოში, თუმცა ირწმუნებოდნენ, რომ ამასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. აშშ-ის პირდაპირმა ჩარევამ საქართველოს საქმეებში გამოიწვია მისი შემადგენლობიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოყოფა. ვფიქრობ, ქართველმა ხალხმა იცის, რომ ამერიკელების ქმედებებისთვის თავისი ტანჯვით იხდის“, – აღნიშნა პატრუშევმა, რომელიც რუსეთის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანია.