16 აგვისტოს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოლაპარაკების მეორე დღეა

შუამავლები 16 აგვისტოს კვლავ იკრიბებიან კატარში, რათა გააგრძელონ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკება.
კატარის დედაქალაქში, დოჰაში, შეხვედრა 15 აგვისტოს ჰამასის მონაწილეობის გარეშე დაიწყო. (ჰამასი -ში, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში ტერორისტულ დაჯგუფებადაა გამოცხადებული.)
ჰამასი ისრაელს ბრალად სდებს, რომ შეთანხმების მიღწევას ეწინააღმდეგება და მოითხოვს ადრე შეთანხმებული პირობების შესრულებას.
თვეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო.
ცეცხლის შეწყვეტის გარდა, მოლაპარაკებების მიზანია გატაცებული მძევლების განთავისუფლება.
7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის საპასუხოდ, როცა 1200 პირი იქნა მოკლული, ხოლო 250 მძევალი გატაცებული, სამხედრო ოპერაციის დაწყება მოჰყვა, რასაც დღემდე 40 ათასი პალესტინელი ემსხვერპლა.
აშშ-ის სახელმწიფო უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა, მ განაცხადა, რომ მოლაპარაკება დაიწყო ისე, რომ ბევრს გვპირდება, მაგრამ მან აღიარა, რომ „წინ ბევრი სამუშაოა“.
სთვის იარაღის მთავარი მიმწოდებელი, აშშ, ეგვიპტესთან და კატართან ერთად ამ მოლაპარაკებებზე შუამავლის როს თამაშობს. აშშ და მისი მოკავშირეები თვლიან, რომ შეთავაზებული ზავი ღაზაში არის რეგიონში, განსაკუთრებით ირანის მიმართ დეესკალაციის გასაღები.

ასევე დაგაინტერესებთ