ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთ-უკრაინის ომზე – დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დავასრულოთ ეს ჩხუბი, რომელიც მხოლოდ აშშ-ს სჭირდება

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, შეერთებულ შტატებს ში კონფლიქტის დასრულება არ სურს.
მისი მტკიცებით, ამერიკელი მაღალჩინოსნები დაინტერესებულნი არიან იმით, რომ რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი გაანადგურონ.
„მოდით, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დავასრულოთ ეს ჩხუბი. ეს არც უკრაინელ ხალხს, არც რუსებს და არც ბელარუსებს არ სჭირდება. ეს მათ [შეერთებულ შტატებს] სჭირდებათ“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.
ალექსანდრე ლუკაშენკომ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინიდან ბელარუსისა და ს ტერიტორიისკენ გაგზავნილი 10-მდე სამიზნე გაანადგურეს. მისი განმარტებით, იაროსლავის მახლობლად ჩამოგდებული საჰაერო სამიზნეების შესახებ მოსკოვს ინფორმაცია მიაწოდეს.