საქართველოში რძის და კვერცხის წარმოება შემცირდა, ხორცის კი გაიზარდა

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალში რძის წარმოებამ 184.1 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8.9 პროცენტით ნაკლებია.
ხორცის წარმოებამ კი 19.0 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 11.1 პროცენტით მეტია.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 162.9 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4.5 პროცენტით ნაკლებია.