საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა – აღნიშნულ პერიოდში საქართველოში სულ $22 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილების იმპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ მეტია. აღნიშნული მატებით, ჩინეთმა საქართველოს 1.2-მილიარდიან ავტოიმპორტის სექტორში მეხუთე ადგილი დაიკავა. შედარებისთვის, 2023 წლის ანალოგიურ პეიროდში ჩინეთს საქართველოს ავტოიმპორტის რეიტინგში მეთერთმეტე ადგილი ეკავა.
საქსტატის თანახმად, პერიოდის განმავლობაში ჩინეთიდან საქართველოში სულ 1,365 ერთეული ავტომობილი შემოვიდა, რომელთა საშუალო ფასმაც 16 ათასი დოლარი შეადგინა.
სტატისტიკის თანახმად, ჩინეთიდან იმპორტირებული ავტომობილებიდან 448 ელექტრომობილი იყო, რომელთა ღირებულებამაც 12 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლით, ჩინეთი საქართველოში ელექტრომობილების იმპორტის მეორე მოთამაშეა -ის შემდეგ, საიდანაც 2024 წლის პირველ ნახევარში 876 ელექტრომობილის იმპორტი განხორციელდა.
ამასთან მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ჩინეთთან ავტოვაჭრობის კავშირების დაახლოების მიზნით ქუთაისში ავტობაზრობის შექმნაც განიხილება, რის შესახებაც საქართველოში ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა მაისში განაცხადა.