ანა ბუჩუკური – არჩევნებზე „ოცნების“ „ფეისები“ იქნებიან კორუმპირებული ფეოდალები, რომლებსაც 4 წლის განმავლობაში ხმა არ ამოუღიათ მხოლოდ ხალხის ფულს იპარავდნენ და „ოცნების” პარტიულ სალაროს ავსებდნენ

არჩევნებზე „ოცნების“ „ფეისები“ იქნებიან კორუმპირებული ფეოდალები, რომლებსაც 4 წლის განმავლობაში ხმა არ ამოუღიათ პარლამენტში და ტრიბუნა არასდროს გამოუყენებიათ, მხოლოდ ხალხის ფულს იპარავდნენ და “ოცნების” პარტიულ სალაროს ავსებდნენ, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, გუშინ „ქართული ოცნების” მიერ დასახელებული დელეგატების ძირითადი ნაწილი 2012 წლამდე „ნაციონალური მოძრაობის” სალაროს ავსებდა.
„არჩევნებზე „ოცნების” „ფეისები“ იქნებიან კორუმპირებული ფეოდალები, რომლებსაც 4 წლის განმავლობაში ხმა არ ამოუღიათ პარლამენტში და ტრიბუნა არასდროს გამოუყენებიათ, მხოლოდ ხალხის ფულს იპარავდნენ და „ოცნების” პარტიულ სალაროს ავსებდნენ. გუშინ დასახელებული ე.წ დელეგატების ძირითადი ნაწილი 2012 წლამდე „ნაცმოძრაობის” სალაროს ავსებდა.
„ოცნებას” მცდელობა აქვს აღადგინოს მაჟორიტარული წესი და ამისთვის გააუქმა კვოტირება, პოლიტიკური პარტია „გირჩის” დახმარებით. ამით კიდევ ერთხელ მოატყუა საქართველოს მოქალაქეები, როცა სრულად პროპორციულ სისტემას იღებდა. ამ კორუმპირებული ფეოდალებით ჰპირდება „ოცნება” ხალხს კეთილდღეობას. ამათ იმედად მყოფი ხელისუფლება გველაპარაკება კონსტიტუციურ უმრავლესობაზე.
მაჟორიტარული წესის აღდგენა პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ოცნება” ამ არჩევნებზე მთლიანად კორუფციაზე და ძალადობაზე დგას. ეს გადაწყვეტილება პირდაპირ ურტყამს არჩევნების თავისუფლებას და სამართლიანობას.
ასევე ფაქტია, რაც გუშინ ვიხილეთ, რომ „ოცნებას” განახლების რესურსი აღარ აქვს. შეხედეთ ამ სახეებს – ეს ხალხი არათუ ევროპაში ვერ მიგვიყვანენ, არამედ, პარტნიორებთან გაფუჭებულ იმ ურთიერთობასაც ვერ აღადგენენ, რაც ბოლო 3 წლის განმავლობაში „ოცნებამ” გააფუჭა.
შესაბამისად, „ოცნების” ბილბორდებზე ევროპის დროშის გამოსახულება არის სრული ფარსი”, – აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ 22 დელეგატი წარადგინა, რომლებიც რეგიონებში „ქართული ოცნების“ სარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან.
როგორც პრემიერმა ბრიფინგზე განაცხადა, „ქართული ოცნება“ დელეგატებს 30-ვე საარჩევნო ოლქში წარადგენს, ხოლო დღეს წარადგენს მხოლოდ 22 დელეგატს, რომლებიც მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიას რეგიონებში გაუძღვებიან.

ასევე დაგაინტერესებთ