ყირიმის ხიდზე სავარაუდოდ, სარაკეტო შეტევა იყო

გამთენიისას აფეთქებები იყო ს მიერ ანექსირებული ს ქალაქ ქერჩის რიონში. დაიკეტა ყირიმის, იგივე ქერჩის ხიდი. ეს ცნობები რუსეთის ოფიციალური წყაროებით და რუსული და უკრაინული ტელეგრამ-არხებით გავრცელდა.
რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალები სავარაუდოდ, სარაკეტო შეტევას იგერიებდნენ ყირიმის ხიდის და რუსეთს და ანექსირებულ ყირიმს შორის საბორნე გადასასვლელის რაიონებში.
ქალაქი ქერჩი მდებარეობს ყირიმის აღმოსავლეთ ნაწილში, აზოვის და შავი ზღვების დამაკავშირებელი ქერჩის სრუტის ნაპირზე.
BBC-ის ცნობით, რუსული მონიტორინგის არხი „პროგრანიჩიე“ ირწმუნება, რომ ხიდის თავზე რვა რაკეტა ჩამოაგდეს. სხვა წყაროებით ეს ცნობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.
უკრაინულმა ტელეგრამ-არხმა „კრიმსკი ვეტერმა“ დაწერა, რომ ქალაქ ქერჩის თავზე აფეთქებებია და კვამლი ასდის საბორნე გადასასვლელის რიაონს.
რუსეთის ოფიციალური წყაროები მხოლოდ საჰაერო განგაშის და ყირიმის ხიდის დაკეტვის შესახებ იუწყებოდნენ. ს ყირიმზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყირიმის, იგივე ქერჩის, ხიდზე იერიში არაერთხელ მიიტანეს. მათგან ყველაზე ძლიერი იყო 2022 წლის ოქტომბერსა და 2023 წლის ივლისში მომხდარი აფეთქებები, რომლებმაც ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა.
· უკრაინა და რუსეთი ქერჩის სრუტეზე სატრანსპორტო გადასასვლელის ერთობლივ მშენებლობაზე 2013 წელს შეთანხმდნენ.
· 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა და ხიდი თავად ააშენა.
· 2018 წელს რუსეთმა ხიდის საავტომობილო ნაწილი გახსნა, ხოლო 2019 წელს – სარკინიგზო.
· 2022 წლის თებერვალში, უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი შეჭრისას რუსეთი ყირიმის ხიდს აქტიურად იყენებდა თავისი ჯარების მომარაგებისთვის.