“გამიხარდა, რომ ეს ხალხი 50 000 ლარს მიიღებს” – ლაშა ბექაურის განცხადება

ლაშა ბექაურმა კომენტარი გააკეთა იმ თემასთან დაკავშირებით, რომ ოლიმპიელები, რომლებსაც მედალი არ აუღიათ, მთავრობისგან 50 000 ლარს მიიღებენ.

“ყველაზე მეტად რაც გამიხარდა არის ის, რომ ის სპორტსმენები, ვინც მონაწილეობა მიიღო და მედალი ვერ აიღო 50 000 ლარით დასაჩუქრდებიან. ბიჭებს, ყველას ძალიან გაგვიხარდა ეს, რაც ძალიან დასაფასებელი ფაქტია – მადლობა.

რაც შეეხება ემოციებს, რაღაც ყველასგან განსხვავებული ემოცია იყო, რადგან ისტორია დაიწერა, ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა ძიუდოს ისტორიაში. ბევრი რეკორდი დამყარდა, მთლიანად დელეგაციას სასწაული გამოსვლა გვქონდა, ღმერთის წყალობით ყველაფერმა კარგად ჩაიარა.” – განაცხადა ლაშამ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ ხონის მერობის კანდიდატი ლადო ჯურხაძე – ჩვენ მომავალი თაობისთვის გვინდა შექმნათ ისეთი კომფორტული და უსაფრთხო გარემო, სადაც ისინი ორიენტირებულები იქნებიან მხოლოდ განვითარებაზე

“ქართული ოცნების” ვანის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი: ყველაფერი გავაკეთეთ მე და ჩემმა გუნდმა, რომ მოსახლეობა კომფორტულად ყოფილიყო როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური კუთხით, მჯერა, რომ კიდევ ერთხელ გამომიცხადებენ ნდობას