რომელი ქვეყნის მოქალაქეები იღებენ აშშ-ის მწვანე ბარათს ყველაზე დიდი რაოდენობით?

აშშ-ში ცხოვრებისა და მუშაობის მსურველთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ჩრდილოეთ ამერიკულ ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლის მთავარი მიზანი უკეთესი შესაძლებლობებისა და სოციო-ეკონომიკური კეთილდღეობის ძიებაა. ამიტომ ყველა სხვა სახელმწიფოზე მეტ იმიგრანტს იღებს.
აშშ-ში ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის უფლების მინიჭების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტიანი გზაა მონაწილეობა მიიღოთ მწვანე ბარათის გათამაშებაში, რომელსაც ყოველწლიურად ათეულობით მილიონი მსურველი ჰყავს.
სტატიაში გაეცნობით იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებმაც აშშ-ის მწვანე ბარათი 2022 წელს ყველაზე დიდი რაოდენობით მიიღეს. მონაცემები შიდა უსაფრთხოების ოფისის სტატისტიკას ეფუძნება. 2022 წელს აშშ-ის მწვანე ბარათი ჯამში 1,018,340-მა ადამიანმა მიიღო.
2022 წელს ყველაზე მეტი მწვანე ბარათი მექსიკისა (138,772) და ინდოეთის (127,012) მოქალაქეებზე გაიცა.
ვრცლად forbes.ge – ზე