: სამუშაო ჯგუფებში იმის გამო შევალთ, რომ „ქოცებმა“ არ მოგატყუონ

სამუშაო ჯგუფებში იმის გამო შევალთ, რომ „ქოცებმა“ არ მოგატყუონ – უნდა იყოს ადამიანი, რომელიც გამოვა და იტყვის: – სამუშაო ჯგუფში მეც ვიყავი და რასაც ამბობენ, ტყუილია! – ეს განმარტება ჟურნალისტებთან „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ გააკეთა.

ხვიჩიამ აქვე, იმედი გამოთქვა, რომ „საქართველოს მთავრობა ისეთ რამეს არ მოიფიქრებს, რის გამოც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მოცემას გადაიფიქრებენ“.

„9 პუნქტის შესრულების ფარგლებში ჩვენ შევალთ ყველგან, სადაც პარლამენტის შენობაში შეხვედრას დავინახავთ. ვეცდებით, მოგაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ხდება რეალურად – არ გვინდა „ქართულ ოცნებას“ იმის საშუალება მივცეთ, გონება აგიმღვრიონ და საზოგადოება შეცდომაში შეგაყვანინონ”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – „ოცნება“ დღეს იმყოფება „ცივი ომის“ ფაზაში, არა მარტო გარე სამყაროსთან, არამედ საკუთარ მოსახლეობასთანაც – იმედის ნაპერწკალს ვიტოვებ, პროცესები მმართველ ძალას მიიყვანს იმ დასკვნამდე, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ურთიერთობა აუცილებელია

ნუგზარ წიკლაური – დღეს ადამიანი წყევლისთვის დაიჭირეს, როცა ასეთი ვითარებაა, „ნეტარ არიან მორწმუნენი“, დავიტოვოთ იმედი, რომ ვინმე რაღაცას შეაგონებს „ქართულ ოცნებას“ – ვიქტორ ყიფიანი იყო ივანიშვილის თანამშრომელი, დავაკვირდეთ, რა პოზიციებს ჩამოაყალიბებს